კომპანიის შესახებ

ქეიჯი ენერჯი ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და მართვას საქართველოში. კომპანიის ინტერესებში შედის, როგორც საწყის ეტაპზე მყოფი ან მიმდინარე პროექტების, ისევე მოქმედი ენერგო-გენერაციის ობიექტების განვითარება.

ქეიჯი ენერჯი დაინტერესებულია საქართველოში ელექტროენერგიის საიმპორტო და საექსპორტო ბაზრით და მოტივირებულია ხელი შეუწყოს ენერგო ბაზრის სათანადო ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის დანერგვას საქართველოში.

ქეიჯი ენერჯი წარმოადგენს კუსტო ჯგუფის ენერგო-დივიზიონს, რომელიც საქართველოში ოპერირებს პარტნიორ კომპანია სილქ როუდ ჯგუფთან ერთად.

ქეიჯი ენერჯი აქტიურად არის წარმოდგენილი თურქეთში მისი დამფუძნებელი კომპანია კგმ-ის სახით, რომელიც ინტენსტიურად ყალიბდება კუსტო ჯგუფის სავაჭრო ერთეულად თურქეთში.

პილოტ – პროექტი:

ბახვი 3 ჰესი წარმოადგენს ქეიჯი ენერჯი-ს პილოტ – პროექტს, რომელიც ხორციელდება ქეიჯი ენერჯი-ს შვილობილი ორგანიზაციის შპს ბახვი ჰაიდრო პაუერ-ის მიერ.

ბახვი ჰაიდრო პაუერი კუსტო ჯგუფს შეუერთდა 2011 წლის აგვისტოში.

ბახვი 3 ჰესის პროექტზე დეტალური ინფორმაციის მოსაძიელბლად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ბიზნეს/პროექტების მენიუს.